среда, 11 ноября 2009 г.

ჩემი წინაპარი


ჩემი სოფელი  გორთან ახლოს მდებარეოს. ეს ის ისტირიული ადგილია, სადაც არის ქსნის ერისთავთა საძვალე, მე–12 საუკუნის სამონასტრო კომპლექსი, იკორთა და ციხე. ჩემი წინაპრები პატარა ფეოდალები იყვნენ, სახლი და ქონება ბრძოლებში მოიპოვეს. ჩემი დიდი პაპა სოფელ საცხენეთის (ახლანდელი ცხინვალის) რაიონის მკვიდრი, ქსნის ერისთავების მსახური, მეომარი, იკორთის დამცველი გახლდათ. მე–19 საუკუნის 40–იან წლებში დაღესტნელთა შემოსევისას გამართულ ბრძოლებში თავი ასახელა და დააჯილდოვეს. ერისთავმა 40 ჰექტარი მეზობლად დაასახლა. 

ნიკოლოზ ერისთავის შვილიშვილი ლადო მამაჩემის თანატოლი და სეხნია გახლდათ, იგი ჩვენი ოჯახის ხშირი სტუმარი იყო. მამა ყმაწვილკაცობაში ვაჭარ იაკობ ეგნატაშვილს ჰყავდა შეგირდად. სხვათაშორის, ამ ოჯახის მოსამსახურე იყო სტალინის დედა – ეკატერინე ჯუღაშვილი და პატარა სოსოს ხშირად უწევდა იქ ყოფნა. ეკატერინეს გაკვეთილებს უქმად არ ჩაუვლია და მამა თანმედროვე ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, ნამდვილი ბიზნესმენი დადგა. ძალიან ჭკვიანი, პრაქტიკული, გამჭრიახი გონების, შრონისმოყვარე და საოცრად წესიერი კაცი იყო. გვაფრთხილებდა: წესივრად იცხოვრეთო, ნაარმევი ქონება არავის შერჩებაო... ბაღებს ყიდულობდა, ხილი მოჰყავდა და მერე, საკუთარ მაღაზიებში (მაშინ საბაყლო ერქვა) ყიდდა. 1930 წელს ბოლშევიკებმა თბილისის ბინა, მაღაზიები, ყველაფერი ჩამოგვართვეს და საცხოვრებლად სადღაც სარდაფში შეგვყარეს........